მსახიობი ბაჩო ქაჯაია კოლეგების გაფიცვას უერთდება, რომელიც ქვეყანაში შექმნილი ვითარების გაპროტესტების ერთ-ერთი ხერხი გახდა.
ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ის თავისი გადაწყვეტილების შესახებ საუბრობს:
„სხვანაირად არ შეგვიძლია, ჩვენს ფუნქციას ვეღარ ვასრულებთ მსახიობები. გვინდა, შევქმნათ პრეცედენტი საყოველთაო დაუმორჩილებლობის. ერთია, რომ პროცესები ქუჩაში მიმდინარეობს და გვინდა, რომ ეს პროტესტი კიდევ უფრო გაიზარდოს, მოხდეს ინსტიტუციების რყევა, რომ მივაღწიოთ შედეგს, ვითხოვთ ახალ, თავისუფალ და დამოუკიდებელ არჩევნებს.
ჩვენთან ყველანაირი გემოვნების მაყურებელი მოდის. მხატვრული ხერხით ყოველთვის ვსაუბრობდით იმ პრობლემებზე, რომლებიც ქვეყანაში იდგა, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ფორმა აღარ არის საკმარისი პროტესტის გამოსახატავად. თეატრში მოსული მაყურებელი მიხვდება, რომ ლამაზად გამოხატვის დრო აღარ არის. ვითხოვთ სიმშვიდეს და მშვიდობას, ვგმობთ ყველანაირ ძალადობას და გვინდა, ეს პროცესები ყველამ გაიზიაროს, სხვა ინსტიტუციებმაც, ეს იქნება მაგალითი, რომ თავადაც გაიფიცონ და უფრო მეტი პრობლემა შევუქმნათ ამ დეფაქტო ხელისუფლებას…“