LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ბაიდენმა ნატოს სამიტზე ზელენსკი შეცდომით მოიხსენია „პრეზიდენტ პუტინად“

209
zelenski

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ნატოს სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი შეცდომით მოიხსენია ვლადიმირ პუტინად. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული ტელეკომპანია Fox News-ი ავრცელებს.

„ახლა კი მსურს სიტყვა გადავცე უკრაინის პრეზიდენტს, რომელსაც აქვს იმდენი გამბედაობა, რამდენიც მონდომება. ქალბატონებო და ბატონებო, პრეზიდენტი პუტინი“, – განაცხადა ბაიდენმა.

აღსანიშნავია, რომ ბაიდენმა რამდენიმე წამში გააცნობიერა თავისი შეცდომა:

„ის [ზელენსკი] პრეზიდენტ პუტინს დაამარცხებს. პრეზიდენტი ზელენსკი. პუტინის დამარცხებაზე ვარ ორიენტირებული“, – აღნიშნა ბაიდენმა.

ზელენსკიმ ხელი ჩამოართვა ბაიდენს და თქვა: „მე [პუტინზე] უკეთესი ვარ“.

„თქვენ ბევრად უკეთესი ხართ“, – თქვა ბაიდენმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g