„რანინელმა“ და ესპანური „ვოისის“ კონკურსანტმა, 11 წლის ბარბარე მახათაძემ საკუთარი შესრულებით საზოგადოება კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა.
ბარბარე ამჯერად ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იმღერა.
ბარბარე მახათაძემ აშშ-ის საელჩოს სადღესასწაულოდ მორთულ ეზოში ცნობილი კომპოზიცია I Will Survive შეასრულა და დამსწრე საზოგადოებაც აიყოლია.
„მე ბარბარე ვარ, საქართველოდან“ – ესპანური „ვოისის“ კონკურსანტი მწვრთნელმა ხელში აიტაცა