LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ბარიატრიული ოპერაცია, ემიგრანტი დედა, მამის გარდაცვალება და სიმსივნის დიაგნოზი – მემე ჟორდანიას შეცვლილი ცხოვრება და გარეგნობა: „ოპერაციის მერე ვეღარ ვმღერი ისე, როგორც ვმღეროდი…“

955
მემე ჟორდანია

გვანცა დარასელია საკუთარ პოდკასტში მასპინძლობს მომღერალ მემე ჟორდანიას, რომელიც მაყურებელმა მუსიკალური პროექტებიდან გაიცნო.

მემე ჟორდანია საუბრობს იმ ტრაგედიის შესახებ, რომელიც გამოიარა და გვანცას უყვება, როგორ ცხოვრობს ამ ყველაფრის შემდეგ:

„ძალიან დიდი აგრესია მქონდა ჩემი სხეულის მიმართ, რატომ გავჩნდი ასეთ სხეულში და რატომ მიწევს, რომ უნდა ვიწვალო? ამ დროს ვარ 13-14 წლის. რომ ვიზრდებოდი, ნელ-ნელა ინტერნეტი დამეხმარა სწორად აღქმასა და გაანალიზებაში. მივხვდი, რომ არ ვარ უცხოპლანეტელი, არსებობენ ადამიანები, რომლებიც არიან ბედნიერი საკუთარ სხეულში. მქონდა ფაზა, სადაც „ვაწვებოდი“ საკუთარი სხეულის პოზიტიურად მიღებას. მერე ეს გადაიზარდა სხვა განაჩენად, რაც იყო ჯანმრთელობის დიდი რისკი. მივხვდი, რომ არ ვიყავი საკუთარი თავის მიმართ გულწრფელი…

ბარიატრია ფიზიკურად რთული არ იყო, მაგრამ მენტალურად ძალიან რთული იყო. დედაჩემი არ იყო საქართველოში, მამაჩემი ძალიან ავად იყო უკვე, ვიყავი მარტო… ვგრძნობდი შიშს და როცა გავიკეთე ოპერაცია, საკუთარი თავისთვის უნდა მომევლო, ეს იყო ძალიან რთული. ოპერაციის მერე სახლში რომ მიდიხარ და თეთრეული შენით უნდა გამოიცვალო. მერე სამყარომ სხვა ფერები შეიძინა, ადამიანებმა სხვანაირად დაიწყეს ჩემთან მოსალმება. მემე, რა შეიცვალაო, არადა, პირველი 5 კილო მქონდა დაკლებული. სარკეში ყურება იყო რთული, მე იგივე ვარ, მაგრამ სხვა ადამიანი იყურება.

მამის ავად ყოფნა ახსენე, დედა ემიგრაციაში იყო, მოგვიყევი ამ პერიოდზე…

იმ პერიოდში მეგობრები გვერდში მედგნენ და ამას არ დავივიწყებ, მაგრამ დედა და მამა მინდოდა… მამას ჰქონდა ჯანმრთელობის მძიმე პრობლემა, დიალიზზე იყო, ორივე ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. მამა სკეპტიკოსი იყო, სულ ღადაობდა, ნახევარი ადამიანიც რომ იყო დარჩენილი, სულ საღ გონებაზე იყო, მაგრამ თავისი ცხოვრების ბოლო დღეებში დაიწყო ხატვა, რაც ლევანისგან ყველაზე შორს იყო. მისი ნახატები რომ ვნახე, ჩემმა მამიდაშვილმა მანახა, პირველი, რაც შევამჩნიე, ეწერა, დედა, დაემხმარე, მამა, დამეხმარე, მეშინია. მაშინ მივხვდი, რომ რა ასაკშიც არ უნდა იყო, ყველაზე მეტად მშობელი გჭირდება. როცა ასეთ საძირკველს კარგავ… მამაჩემს ვგავარ, არასდროს ვტირი, მაგრამ როცა ამ ნახატებს ვხედავ, ცრემლებს ვერ ვიკავებ… ეგოისტურად რომ მაკლია, ეს მომენტი არ მაქვს, გულწრფელად შემეცოდა, რაც გამოიარა, იმის გამო. გამოსამშვიდობებელი წერილი მომწერა მესენჯერში, იცოდა, რომ კვდებოდა… ვფიქრობდი, ჩემი მშობელი იაზრებს, რომ კვდება და მე რა როლი უნდა ვითამაშო… ეს იყო ძალიან რთული და დღემდე მიჭირს ამაზე ლაპარაკი. ამ პერიოდში ორივე გულწრფელები ვიყავით, ჩემი საუკეთესი მეგობარი იყო, ჩემი ძმაკაცი… ყველაფერზე მას ველაპარაკებოდი… ახლა მივხვდი, რომ ეს მომენტი აღარ არსებობს…“

მემე ჟორდანიამ ასევე ისაუბრა ჯანმრთელობის პრობლემაზე: „პოლიკისტოზი ბევრს ქალს სჭირს, რომელიც ყველაფერზე ახდენს გავლენას. კონტრაცეპტივი უნდა მიმეღო, არ მინდოდა, რომ ნაწვალები წონა ისევ მომემატებინა და დავიწყე მოკვლევა, ვიტამინების მიღება და კვება. წლები არ მქონდა ციკლი და ძალიან ვწვალობდი წლების განმავლობაში. ჩემი პოლიკისტოზი ინსულინრეზისტენტობიდან გამომდინარეობს. ინსულინის კონტროლი ჩვენი ნომერი პირველი მკურნალია და ყველას მინდა მივაწვდინო ხმა ამასთან დაკავშირებით. კვებამ ყველაფერი შეცვალა, მხოლოდ რამდენიმე თვეა, რაც ამას ვაკეთებ, მაგრამ ციკლი ჩამიდგა ნორმაში…

მქონდა სიმსივნე ჩიყვის, რომელიც მოდებული მქონდა სხვაგანაც და ოპერაციის მერე ვეღარ ვმღერი ისე, როგორც ვმღეროდი. ეს არის ჩემი მთავარი ტკივილი, მემე, რომელიც სცენაზე მღეროდა ჯაზს, ბლუზს, ახლა რეპავს და მღერის არ ენ ბის…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g