დოჰას ტურნირის გამარჯვების შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილთან პირველ ვიდეოს მისი რჩეული შარლოტა აქვეყნებს სოციალურ ქსელში და ისტორიულ გამარჯვებას ამ ფორმით ულოცავს.
ქართველმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერისა და ტეილორ ფრიცის დამარცხების შემდეგ ფინალში რობერტო ბაუტისტა-აგუტი დაამარცხა.
მან დაჯილდოებისას შვილს და ქართველ გულშემატკივრებს ქართულ ენაზე მიმართა.
ცნობისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილის რჩეული გერმანელი სპორტსმენი შარლოტა ჰელენია, რომელიც ბასილაშვილმა ნათესავებს უკვე გააცნო. ცნობისთვის, გოგონა რამდენიმე თვე საქართველოშიც იმყოფებოდა.