31 აგვისტოს ბათუმის კორტები ნიკოლოზ რაჭველთან და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსებთან ერთად ბექა გოჩიაშვილის კონცერტს უმასპინძლებს.
ხელოვანთა გაერთიანება კონცეპტArt და საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი მუსიკის სხვადასხვა ჟანრის სინთეზით შექმნილ ექსკლუზიურ პროექტს წარმოგიდგენთ.
ჯაზისა და სიმფონიური ჟღერადობის კოლაბორაცია, საავტორო მუსიკა და ცნობილილი კომპოზიციები. პროექტში მონაწილეობას მიიღებენ აღიარებული მუსიკოსები ლევან დეისაძე, ზაზა ცერცვაძე და მიშო ურუშაძე.
პროექტი ბათუმის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.
ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მხარდამჭერები: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, კომპანია „ბადაგონი“ და „სინერჯი“.
პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები: TV პირველი, მედია პალიტრა, ჰოლდინგი „ფორტუნა“, საინფორმაციო ცენტრი 118-08.