ძლიერი ქარი იყო გუშინ გვიან ღამით ბათუმში.
სტიქიის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა, ქარმა მოგლიჯა მრავალწლოვანი ხეები, დაზიანდა რამდენიმე მსუბუქი ავტომანქანა.
ძლიერმა ქარმა სახურავები გადახადა საცხოვრებელ კორპუსებს, დაზიანდა ელექტროგადამცემი და გარეგანათების ბოძები, მრავალწლოვანი ხეები და მუნიციპალური ავტობუსის გაჩერებები.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, მიმდინარეობს სალიკვიდაციო ღონისძიებები, ოპერატიულად ხორციელდება წაქცეული ხეებისგან გზების გათავისუფლების სამუშაოები. საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ მერიის სამსახურები.