„შენი ამბავი თაიასთან“ წარმოგვიდგენს ინტერვიუს მსახიობ თედო ბექაურთან, რომელიც პოპულარული ბავშვობაში „გაღმა ნაპირში“ შესრულებული როლით გახდა.
თედო საუბრობს თვალის პრობლემისა და ბულინგის შესახებ:
„თვალის პრობლემა რომ მქონდა, იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა ბავშვები დამცინოდნენ. ამ ყველაფრის გამო ჩემს თავში ჩავიკეტე. სარკეში რომ ვიხედებოდი, ვხედავდი, რომ თვალი კარგად გვერდზე მქონდა წასული. ეს ყველაფერი კომპლექსს მიჩენდა. ბავშვები რომ ამბობდნენ, ნახე, როგორი თვალი აქვსო, ჩემს თავში ვიკეტებოდი და მარტო ვთამაშობდი…“
