LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ბავშვი არ გამატანეს საქართველოში, ასე დავრჩი მარტო ამერიკაში… ფსიქოლოგიური სტრესი მქონდა… ამ ქვეყანამ აქ დამიტოვა… შვილების გამო დავრჩი აქ და უარი ვთქვი ჩემს კარიერაზე სამშობლოში“ – რატომ დაიწყო სევდიანად ნინი წიკლაურის ამერიკული ცხოვრება

385
ნინი წიკლაური

გადაცემა „New-York With Tamia / ნიუ-იორკში თამიასთან“ და მისმა ავტორმა, თავადაც აშშ-ში მცხოვრებმა თამია ტატალაშვილმა გადაცემის მორიგ ეპიზოდში, კიდევ ერთ ქართველ ემიგრანტს, მომღერალ ნინი წიკლაურს უმასპინძლა.

მომღერალი გადაცემაში ჰყვება, რომ სამშობლო 7 წლის წინ დატოვა.

ნინიმ თაიასთან ისაუბრა იმ მიზეზებზე თუ რატომ გადაწყვიტა ამერიკაში ცხოვრება. მომღერალმა გაიხსენა სირთულეები და ემოციურად მოყვა, თუ რა გზა გაიარა ამერიკაში მარტოდ დარჩენილმა ახალ დაბადებულ შვილთან ერთად:

„აქ საცხოვრებლად წამოსვლა ალბათ ღმერთმა გადაწყვიტა, შემოვრჩი, ამ ქვეყანამ აქ დამიტოვა და მაჩუქა შვილები, ასე გამოვიდა, ჩემი შვილების გამო დავრჩი აქ და უარი ვთქვი ჩემს კარიერაზე საქართველოში… ცოტა სევდიანად დაიწყო ჩემი ამერიკული ცხოვრება, ვადაზე ადრე მომიწია საბაზე მშობიარობა, შემდეგ ბავშვი არ გამატანეს საქართველოში, შესაბამისად დავრჩი ამერიკაში, შემდეგ საბას მიჰყვა მეორე შვილი – ილია“ – იხსენებს მომღერალი.

ნინი ამბობს, რომ მარო მოუწია ცხოვრება შვილთან ერთად ამერიკაში, რადგან მეუღლე იქ არ იმყოფებოდა:

„ჩემი მეუღლის აქ არყოფნის გამო, ისეთი ფსიქოლოგიური სტრესი მქონდა, ძალიან რთული იყო ამდენ პრობლემასთან მარტო ყოფნა, ჩემი მეუღლის ჩამოსვლის მერე ჩვენი ცხოვრება სხვა საფეხურზე გადავიდა, უფრო გამიმარტივდა ცხოვრება“ – ამბობს მომღერალი.

ნინი იხსენებს, რომ სირთულეების მიუხედავად არასდროს უთქვამს უარი მუსიკაზე და მუდმივად ცდილობდა ამ კუთხით განვითარებას:

„ჩემი შვილები მუდამ თან დამყავს რეპეტიციებზე, მეუღლე სულ მუშაობდა, შესაბამისად მარტომ, რეპეტიციებზე გავზარდე შვილები“ – იხსენებს ნინი

სტუმარმა სამშობლოში დაბრუნების ემოციებზე ისაუბრა, მისი თქმით ყველაზე ემოციური ის იყო, როცა შვილებთან ერთად წავიდა სამშობლოში და მათ გარეშე დაბრუნდა ამერიკაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g