LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ბავშვი დაცულია, როდესაც მშობელი მისი მეგობარია..არ არის ძნელი მათთან დამეგობრება“ – ფსიქოლოგი ზაზა ვარდიაშვილი

155
ზაზა ვარდიაშვილი

პოდკასტს KiDoc • თამარ ობგაიძესთან ერთად ფსიქოლოგი ზაზა ვარდიაშვილი სტუმრობდა.

ფსიქოლოგმა მშობლებისა და შვილების ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მეგობრობა მათ შორის მთავარი ფაქტორია.

„ბავშვი ყველაზე მეტად არის დაცული, როცა მშობელი მისი მეგობარია, ეს არის მთავარი კანონი.

როცა ეს ხდება, იქ არც გაკონტროლებაა, არაფერი, მოდის ის და გვეუბნება.

ის უნდა იყოს დარწმუნებული იმაში, რომ როცა გვეტყვის, ის არ მიიღებს შენიშვნებს.

მას უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ დედა, მამა ამ ყველაფერს აუხსნის, გაისაუბრებენ და აი აქ ყველაფერი ლაგდება.

არ არის ძნელი მათთან დამეგობრება,“ – აღნიშნა ზაზა ვარდიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები