ტელეწამყვანი თიკო სადუნიშვილი გადაცემაში „ახალი თინა” სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ საუბრობს.
დღევანდელი გადაცემის მთავარი თემა ტოქსიკური ურთიერთობები იყო.
„ბავშვობაში მეგონა, ეჭვიანობა სიყვარულის უმაღლესი გამოვლინება იყო… მაკონტროლებენ ესე იგი ვუყვარვარ”. ჰოლივუდის დამსახურებით ჩხუბის შემდეგ შერიგების სასიყვარულო სცენა ყველაზე რომანტიკული მეჩვენებოდა.
ტოქსიკური ურთიერთობებში ყოფნა აზარტული, სახალისო, საშიში და დეპრესიულია. ამ დროს თავს უნდა ვკითხოთ, რატომ ვართ მსგავს ურთიერთობაში. თუმცა, ამას ვერ ვხდებით”, – საუბრობს თიკო სადუნიშვილი.