პოდკასტ „სარკასტიკა“-ს თანაწამყვანი თამაზ ლოხიშვილი „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“-ში აცხადებს, რომ შრომას ბავშვობიდან აჩვევდნენ.
„ბავშვობიდან ძალიან გვაჩვევდნენ შრომას, რაც დავიბადე და ფეხზე გავიარე ვენახში დავდიოდი. ბებიაჩემიც ვენახში იყო, ჩემი მშობლებიც ვენახში იყვნენ და ჩვენც ვენახში ვთამაშობდით“, – აცხადებს თამაზ ლოხიშვილი.
