LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ბავშვობიდან მახსენდება ნაძვის ხე და სითბო, რომელიც ჩვენს სახლში იყო“ – როგორ ხვდებიან ახალ წელს მარგველაშვილების ოჯახში

1399
ing (1)

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მისი მეუღლე მაკა ჩიჩუა ტელეკომპანია „ფორმულას“ დილის გადაცემაში საკუთარი ოჯახის შესახებ საუბრობენ.

მათ ახალ წელთან დაკავშირებულ ტრადიციებსა და მოგონებებზეც ისაუბრეს. კითხვაზე, თუ რა ახსენდება პირველი ახალ წელთან დაკავშირებით, გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ეს არის ბავშვობიდან გამოყოლილი მოგონება –  „ნაძვის ხე და სითბო, რომელიც მათ სახლში იყო“.

„ძალიან ნეიტრალურად ვარ განწყობილი, არანაირი განსაკუთრებული დამოკიდებულება არ მაქვს, როგორ განსაკუთრებულადაც ემზადებიან: რიგში დგანან, საჭმელებს ამზადებენ – მღლის, თუმცა ბავშვებს რომ უხარიათ, მომწონს.

ბებიას უყვარდა, რომ ახალ წელს აუცილებლად საცივი უნდა ყოფილიყო, საცივი მიყვარს, ამიტომ საცივი და ახალი წელი ერთმანეთს რომ უკავშირდება, ეს მახარებდა“, – აღნიშნავს მაკა ჩიჩუა.

 

 

როგორ ხვდებიან ახალ წელს მარგველაშვილების ოჯახში

? როგორ ხვდებიან ახალ წელს მარგველაშვილების ოჯახში ?

Posted by დილა ფორმულაზე • Dila Formulaze on შაბათი, 30 დეკემბერი, 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები