LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ბავშვობის ოცნება ავისრულე!“ – ქუთაისში, მდინარე რიონში ახალგაზრდა მამაკაცი გადახტა

92
Untitled design (2)

ქუთაისში, მდინარე რიონში ახალგაზრდა მამაკაცი გადახტა. ვიდეოს სოციალურ ქსელში თავად გიგა კუჭუხიძე ავრცელებს და აცხადებს, რომ ბავშვობის ოცნება აიხდინა.

„ბავშვობის ოცნება ავისრულე! სხვათა შორის არაჩვეულებრივი გამოფენაც ამ ადგილზე და ზუსტად ამ დროს, ნოემბერშია გადაღებული. სხვა დროს უბრალოდ რიონში ვერ ჩახვალ”, – წერს გიგა კუჭუხიძე.

 

 

ახ მედუზო-მედუზო
-მასტააებელო ეზოში ჩავალ!
-არა!
-კუჭუხიძე რომ ჩადის?
-კუჭუხიძე რიონში რომ გადახტეს გადაყვები?

პ.ს ბავშვობის ოცნება ავისრულე!
სხვათაშორის არაჩვეულებრივი გამოფენაც ამ ადგილზე და ზუსტად ამ დროს, ნოემბერშია გადაღებული. სხვა დროს უბრალოდ რიონში ვერ ჩახვალ.

Posted by Giga Kutchukhidze on კვირა, 20 ნოემბერი, 2022

 

 

მდინარე რიონში ახალგაზრდა კაცის გადახტომის შესახებ ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში წერს და განმარტავს, რომ „ქუთაისელებისთვის ეს არის დიდი ამბავი!“.

„ახლახან ქუთაისში თეთრი ხიდიდან ახალგაზრდა ბიჭი გადახტა. აი ასე უბრალოდ-დაიძახა “ამ პრედუზო მედუზო” და გადახტა. გაცურა და გაგვიღიმა.

აი ასეთ ბიჭებზე იდგა და დგას ქუთაისი

ვიღაცა იტყვის დიდი ამბავი ახლაო. არა მეგობრებო, ქუთაისელებისთვის ეს არის დიდი ამბავი!“, – წერს ლიკლიკაძე.

 

ახლახანს ქუთაისში თეთრი ხიდიდან ახალგაზრდა ბიჭი გადახტა. აი ასე უბრალოდ-დაიძახა “ამ პრედუზო მედუზო” და გადახტა. გაცურა…

Posted by Dato Liklikadze on კვირა, 20 ნოემბერი, 2022

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები