LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ბავშვს აქტიურად ვნახულობდი, თუმცა ფიდანმა დაიწყო ინტრიგნობები.. თვითონ და დედამისი ბავშვს აშიშვლებდნენ, უღებდნენ ვიდეოს და მემუქრებოდნენ, ერთი ნაკაწრიც თუ ექნებოდა, მიჩივლებდა და ციხეში ამომაყოფინებდა თავს“ – ზაზა ანდრიაშვილი ყოფილი მეუღლის ბრალდებებს პასუხობს

5781
ზაზა ანდრიაშვილი

ექიმ-ინექციონისტი ფიდან ანდრიაშვილი გადაცემას „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“ სტუმრობდა, სადაც კარიერულ წინსვლასა და ცხოვრებისეულ სირთულეებზე ისაუბრა. მან ყოფილ ქმართან არსებულ ურთიერთობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ „მისი შვილი მამას არ იცნობს“. ფიდანის თქმით, „მისმა ყოფილმა ქმარმა პროფესია მისგან ისწავლა, მაგრამ როცა წარმატება და ფული იგრძნო, შეიცვალა…“.

სწორედ აღნიშნულ განცხადებებს ფიდანის ყოფილი მეუღლე ექიმი ზაზა ანდრიაშვილი სოციალური ქსელით ეხმაურება.

„გავიდა სიუჟეტი, რომელშიც ჩემი ყოფილი ცოლი ფიდანი ძალიან ბევრ სიცრუეს საუბრობს ალბათ ამით საკუთარი თავი პიარს და ქალებისგან მხარდაჭერის მიღებას ცდილობს.. ვფიქრობ, რომ ოჯახის და პირადი თემა უნდა იყოს ორ ადამიანს შორის და არა ასე საჯაროდ. მაგრამ თუ ასე საჯაროდ გამოდის მეც უნდა დავამტკიცო ჩემი სიმართლე.

3 წელია ამ ყველაფერს ვითმენ, ჩუმად ვარ და ყელში ამომივიდა უკვე სირაქლემას პოზიციაში ყოფნა.

ბავშვს აქტიურად ვნახულობდი ხოლმე თუმცა რაღაც პერიოდის მერე, როდესაც ბავშვი ჩემთან უნდა წამომეყვანა სახლში ან ბაღში მიმყავდა, ფიდანმა დაიწყო ინტრიგანობები. ამ დროს დედამისი და ჩემი ყოფილი მეუღლე ბავშვს აშიშვლებდნენ, უღებდნენ ვიდეოს და მემუქრებოდნენ, ერთი ნაკაწრიც თუ ექნებოდა ბავშვს, მიჩივლებდა და ციხეში ამომაყოფინებდა თავს.

ის რა პოსტებსაც ჩემზე წერს, ვიდეოებს წერს, გადაცემებში დადის.. თუ ცუდი ვარ თავი დამანებოს, ჩემს ცხოვრებას მე მივხედავ. 3 წელია დარბის სახელს მიფუჭებს, იმაზეც არ ფიქრობს, რომ ბავშვი გაიზრდება მომავალში.. ეს ყველაფერი ხომ არ იშლება“, – ამბობს ზაზა ანდრიაშვილი.

ექიმ-ინექციონისტი ფიდან ანდრიაშვილი: „სკანდალები დაიწყო, რომ არ ვასრულებდი ქალურ მოვალეობებს… ჩემი შვილი მამას არ იცნობს, ძალიან ბევრი სირთულე გადავლახე… ეს პროფესია მან ჩემგან ისწავლა, მაგრამ როცა წარმატება და ფული იგრძნო, შეიცვალა… კომპლექსიან კაცებს არ უყვართ ძლიერი ქალები, ვერ ეგუებიან“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g