„ბებო არაფერზე ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება“, – ამის შესახებ განცხადება საბა სხვიტარიძის ბებიამ საპროტესტო აქციაზე „ტვ პირველთან“ საუბრისას განაცხადა.
„საბამ ეს დაიმსახურა. ყველას დიდ მადლობას მოვახსენებ, ვინც საბასთვის შეწუხდა. განსაკუთრებით მედიას, რომლებიც აშუქებენ საბას მდგომარეობას. საბას მინდა ვუთხრა, რომ ბებო კარგად იყავი, ჯანმრთელად, არაფერზე არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება“, – აცხადებს საბა სხვიტარიძის ბებია.