LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ბებომ 91 წლის იუბილე პარაშუტით ხტომით აღნიშნა

41
KHIFZNXER5GXFAT6QL3OQ5WIBU

ამერიკელმა პენსიონერმა 91 წლის იუბილე პარაშუტით ხტომით აღნიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას Fox 5 ავრცელებს.

„ჩემს 80 წლის იუბილეზე ზიპ-ლაინი გამოვცადე. ბევრი მეკითხებოდა, თუ რას გავაკეთებდი ამჯერად და მეც დაუფიქრებლად ვპასუხობდი, რომ პარაშუტით გადმოვხტებოდი,“ – ამბობს ქალი. თუმცა, სინამდვილეში ის არ ელოდა რომ ამას ნამდვილად გააკეთებდა. ეკლესიის მეგობრებმა მას ფული შეუგროვეს და ოცნების ასასრულებლად საჩუქარი გაუკეთეს.
შენონმა 10 შვილი გაზარდა და 80 წლამდე აქტიურად მუშაობდა.

„ის ნამდვილი ქალი-საოცრებაა. ძალიან ძლიერია და ადამიანები უყვარს,“ – უთხრა გამოცემას ამერიკელის ერთ-ერთმა მეგობარმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები