LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბულგარეთში დეკრეტული შვებულების გამოყენებას ბებია-ბაბუაც შეძლებს

138
65465767

ბულგარეთის მოქალაქეებს უფლება მისცეს, რომ დეკრეტული შვებულება ბებიებსა და ბაბუებს გადასცენ. Bulgaria Posten-ის ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის პარლამენტმა მიიღო.

დეკრეტული შვებულების გადაცემა შესაძლებელი გახდება მას შემდეგ, რაც ბავშვს 6 თვე შეუსრულდება. კანონი მოიცავს ყველა პატარას, მათ შორის შვილად აყვანილსაც.

აქამდე ბულგარეთში დედებს შვებულების ნაწილის გადაცემა მხოლოდ მამებისთვის შეეძლოთ, ხოლო ბებია-ბაბუებს მასზე პრეტენზია მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლოთ ჰქონოდათ, თუკი ბავშვის მამა უცნობი იყო ან გარდაიცვალა.

ადგილობრივი ჩინოვნიკები ფიქრობენ, რომ სიახლე ქალებს სამსახურში დროულად დაბრუნების საშუალებას მისცემს და კარიერულ წინსვლასაც განაგრძობენ.

საინტერესოა, რომ ბულგარეთის მაცხოვრებლები სამსახურში ბევრად მეტ დროს ატარებენ, ვიდრე ბევრი სხვა საშუალო სტატისტიკური ევროპელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები