LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ბევრი ადამიანი შემხვედრია, ჩაუვლიათ, გამარჯობა არ უთქვამთ, მერე მოუწერიათ, ნინო ექიმო, არ გეწყინოთ, არ ვამბობ, რომ თქვენი პაციენტი ვარო…“ – როგორ ებრძვის სტიგმას ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებით ექიმი ნინო მუსერიძე

152
02dc462c-afb9-4bb9-8915-bdbf1b927f2b

ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის დამფუძნებელი, პროფესორი ნინო მუსერიძე საშა კაცმანის პოდკასტში ამბობს, რომ ბევრ მშობელს არ სურს, გაამხილოს, რომ შვილი ინ ვიტრო განაყოფიერებით შეეძინა.

„ბევრი ადამიანი შემხვედრია, ჩაუვლიათ, გამარჯობა არ უთქვამთ, მერე მოუწერიათ, ნინო ექიმო, არ გეწყინოთ, არ ვამბობ, რომ თქვენი პაციენტი ვარო. არასდროს მწყინს. ზუსტად ვიცი, რომ ჩვენ მას დავეხმარეთ და მასთან ერთად ბევრი რამ გამოვიარეთ. ჩვენი პირველი ბავშვი კახეთში დაიბადა, დედამ კი მითხრა, რომ სამშობიაროში არ მოსულიყო და მისთვის საჩუქარი, საყურეები, არ გადამეცა, რომ არავის გაეგო. პირველი ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგად, ჟორდანიას კლინიკაში დაბადებული პირველი შვილის მშობლებს არ უნდოდათ, რომ საზოგადოებას ეს გაეგო. ეს არის სტიგმა. დღეს საუბრით იმას მივაღწიეთ, რომ ამაში არაფერი ხელოვნური არ არის, თუ გჭირდება, უნდა მოხვიდე დროულად, რომ შედეგი უკეთესი გქონდეს და არ მოხვიდე 25 წლის მერე, ფსიქოლოგიური ტრავმით, როცა არაფრის აღარ გჯერა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g