LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ბევრი განსაცდელი მაქვს, მაგრამ იხტიბარს არ ვიტეხ და უფლის მწამს…“ – ედუარდ არზუმანოვის მთავარი ოცნება – რას ამბობს „იმედის“ ეთერში

2271
ედუარდ არზუმანოვი

„იმედის“ ეთერში გავიდა ინტერვიუ ედუარდ არზუმანოვთან, მომღერალთან, რომელის სამზარეულოში მუშაობს და დიდ სცენაზე ოცნებობს. მისი შესრულებული „კახეთო“ ნამდვილ ინტერნეტსენსაციად იქცა.

ედუარდ არზუმანოვი „შაბათ-კვირის დილასთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ დიდ მომღერლებთან ერთად დიდ სცენაზე გამოსვლაზე ოცნებობს:

„ყველგან ვმღერი, აქაც, იქაც, იმიტომ, რომ სიმღერა მიყვარს… სამზარეულოში სისუფთავე რასაც ჰქვია, ამასი ვეხმარები. მარტო ვაკეთებ ყველაფერს. მარტო რომ ვარ, დიდ სცენაზე ვოცნებობ. თავში სულ მუსიკა მაქვს. ოცნება მაქვს, დიდ მომღერლებთან ერთად დიდ სცენაზე ერთი სიმღერა შევუნარჩუნო…

მინდა, რომ შევეშვა ცოტა ხანს ამ საქმეს, რომ ჩემს საქმეს, სიმღერას მივყვე. 9 წლის ასაკში რომ „ო, სოლე მიო“ ვიმღერე, მაშინ მივხვდი, რომ სიმღერა ჩემი საქმე იყო… ოპერის მომღერალი ვარ.

უფლის გარეშე არაფერი ხარ… ბევრი განსაცდელი მაქვს, მაგრამ იხტიბარს არ ვიტეხ და უფლის მწამს. არ გაიტეხონ იხტიბარი. გამოვიდნენ, იმღერონ, ბევრი კარგი მომღერალია, რომელიც არ ჩანს. მეც არავინ მყავს, უბრალოდ, მონდომებაა საჭირო…“

ვიდეო: „გელა დონაძესთან, აჩიკო ბერიძესთან და ანდრეა ბოჩელთან ერთად მინდა დიდ სცენაზე ვიმღერო“ – რა ოცნება აქვს ედო არზუმანოვს

ვიდეო: „კახეთოს ახალი ვერსია გავამზადე კაპელასთან ერთად ამ საოცარმა კაცმა რომ იმღეროს“ – დავით არჩვაძე ინტერნეტსენსაციად ქცეულ „კახეთოს“ შესრულებას ეხმაურება

ვიდეო: ინტერნეტსენსაციად ქცეული „კახეთოს“ შემდეგ, ედო არზუმანოვი სოციალურ ქსელს ნუცა თოფურიასთან ერთად ნამღერი „ძველი ჰანგით“ იპყრობს – „ეს ადამიანი სცენაზე უნდა იდგეს, მას ყველა უნდა იცნობდეს“

„ამას სამზარეულოში რა უნდა – გაიყვანეთ დარბაზში და ამღერეთ“, „ეს კარგი კაცი მინდა გავიცნო“ – ვინ არის მამაკაცი, რომლის შესრულებამ მსმენელები სასიამოვნოდ გააოცა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g