„დილა მშვიდობისა საქართველოს“ ერთ-ერთი სიუჟეტი, გვაცნობს საოცარ ბიჭს, რომელიც საბავშვო სათამაშოებს და აქსესუარებს ქსოვს
გიორგი თანდიაშვილი არის მაგალითი იმისა, რომ არასდროს დანებდე და საზოგადოების აზრმა, მიზნებისკენ სავალ გზაზე, ხელი არ შეგიშალოს.
„არასდროს შეუშინდეთ ხალხის რეაქციას. მიყევით თქვენს მიზნებს, რაც გაქვთ და იყავით თავდაჯერებულები. ბევრი მეკითხებოდა, თუ რატომ ვქსოვდი. ჩემს ყველა სათამაშოს სული აქვს და ჩემგან დიდ სიყვარულს იმსახურებს. ჩემი სათამაშოები ბავშვებს მოტორიკის განვითარებაში ეხმარება. თუ ბედნიერი ამზადებ სათამაშოს, ეს იგრძნობა და მასში სიყვარულსაც აქსოვ. ხალხის ინტერესმა განაპირობა, რომ დღეს ეს საქმე ჩემი შემოსავლის წყაროა.
