LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ბიჭები რომლებიც ჩვენს სახლთან შევამჩნიე, თურმე მკვლელები ყოფილან…იმ დღეს მისვლა დამაგვიანდა“ – რას ჰყვება მოკლული გიგა ავალიანის დედა მედიასთან

261
2025-11-01_23-58-05_626211

თბი­ლის­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ტრა­გე­დი­ამ მთე­ლი ქვე­ყა­ნა შეძ­რა. 28 წლის მას­წავ­ლე­ბე­ლი გიგა ავა­ლი­ა­ნი მოკლეს. მას სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან დახ­ვდნენ და თა­ვის არე­ში მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნეს.

მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე „შაბათის ფორმულასთან“ ტრაგედიის დღეს და დეტალებს იხსენებს.

„მე გამწარებული დედა ვარ. ჩემი ტვინით გამოტენილი შვილი საფლავში წევს, მაგრამ მე ვარ ამაყი დედა. მკვლელებმა გიგა ავალიანი საქართველოს მოუკლეს. მე რამდენიმე ხნით ადრე შევამჩნიე, რომ გიგას უთვალთვალებდნენ. უფრო სწორედ მერე გავიგე, რომ ბიჭები რომლებიც მე ჩვენს სახლთან შევამჩნიე, თურმე მკვლელები ყოფილან. მე იმ დღეს სახლში მისვლა დამაგვიანდა და როდესაც მივედი გიგას დავურეკე. კლინიკიდან მიპასუხეს. როდესაც ის მიიყვანეს კლინიკაში, მაშინვე ვიცოდით, რომ ვერ გადარჩებოდა. როდესაც მითხრეს მოსწავლეებს ეხებოდა საქმე, არ დავიჯერე, ნომრებიც არ მივეცი, რადგან ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემს სახლში შემოსული ადამიანი მკვლელი იქნებოდა“, – ამბობს გიგა ავალიანის დედა.

26 წლის მასწავლებელი, გიგა ავალიანი, რომელსაც 1-ელ ოქტომბერს თავს დაესხნენ, კლინიკაში გარდაიცვალა

„ჩემთვის 17 წლის მკვლელი ისეთივე მკვლელია, როგორც 37 წლის.. მე გიგა მომიკლეს, ჯგუფურად, შეთანხმებით“ – გარდაცვლილი მასწავლებლის დედა

ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ცნობისათვის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.

უწყების ცნობით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 2008 წელს დაბადებული პირია დაკავებული.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, თემქის დასახლებაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1997 წელს დაბადებულ გ.ა. -ს ფიზიკურად გაუსწორდა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ა.გ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი კრიტიკული მდგომარეობით საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც სამედიცინო დახმარება უტარდებოდა , თუმცა მომდევნო დღეების განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და ის 24 ოქტომბერს გარდაიცვალა“, – აცხადებენ შსს-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g