ბრიტნი სპირსი იახტაზე ისვენებს. პოპის პრინცესამ „ინსტაგრამზე“ ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ის ბიკინიშია გამოწყობილი. საქმე ისაა, რომ 43 წლის ვარსკვლავი თავისი ექს-შეყვარებულის, ჯატსინ ტიმბერლეიკის 2009 წლის ჰიტის, Carry Out ფონზე ცეკვავს.
საზოგადოების აზრით, სპირსი ამ ჟესტით ჯასტინს კიდევ ერთხელ იწვევს.
შეგახსენებთ, გასულ წელს ყოფილ წყვილს შორის ურთიერთობა დაიძაბა. პოპ-პრინცესამ თავის მემუარებში, „ქალი ჩემში“ სკანდალური ინფორმაცია გააჟღერა. მან განაცხადა, რომ 20 წლის წინ ჯასტინ ტიმბერლეიკისგან ორსულად იყო, თუმცა, ჯასტინს არ სურდა შვილი, ამიტომ მან ორსულობა ხელოვნურად შეწყვიტა.
