ია ფარულავა ბინასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
ტელეწამყვანის თქმით, ბინა, რომელშიც თავისი სახლი გაცვალა 100-ის ნაცვლად 95 კვადრატული აღმოჩნდა.
„ნეტა რა მიხარია, ბინა, რომელშიც ჩემი საცხოვრებელი გავცვალე, მითხრეს რომ 100 კვადრატულზე მეტი იყო, აღმოჩნდა 95 კვადრატული მეტრი, ტიხრების გარეშე. და ტიხრებით უფრო ნაკლები“, – ამბობს ვიდეოში ია ფარულავა.
შეგახსენებთ, რომ ია ფარულავასა და ციცინო შურღაიას შორის, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში მეგობრები იყვნენ, კონფლიქტი გარკვეული პერიოდის წინ დაიწყო და მან ინტერნეტსივრცეში გადაინაცვლა. ბინასთან დაკავშირებით, რომელიც ციცინო შურღაიამ მსახიობისგან შეიძინა, გაურკვევლობა შეიქმნა და გარდა ამისა, ყოფილ მეგობრებს შორის, როგორც მათივე სტატუსებიდან ჩანს, რომლებიც საჯაროდ გამოაქვეყნეს, დაპირისპირება თანხის გამო დაიწყო.
„მოღალატე ქალის ბინაში რა გინდა? კაცი არ ხარ?“ – ციცინო შურღაია ტარიელ სუარს
ვიდეო: „მოხდა ის, რაც მოხდა და ჩვენი გზები გაიყო“ – რას ჰყვება ია ფარულავა ციცინო შურღაიაზე
