LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: BMW–მ ახალი Mercedes-Benz–ის პრემიერა უკომენტაროდ ვერ დატოვა

114
bmwmercedesnews

კომპანია BMW–ს ახალი Mercedes-Benz S-Class–ის პრემიერას ჩვეული იუმორით გამოეხმაურა. ბავარიული ბრენდის ოფიციალურ საიტზე გამოჩნდა მოკლე ვიდეო–რგოლი, სადაც ჯერ სერპატინებია ასახული, შემდეგ კი სედანი BMW 7-სერია გამოდის.

ვიდეოს თან წარწერაც დაურთეს, სადაც აღნიშნული იყო, რომ S–კლასი ჩვენც ძალიან მოგვწონსო. ანუ BMW–მ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 7 სერია, S–კლასთან შედარებით ბევრად უკეთესი სამართავია.

ზოგადად სედანთა კლასში Mercedes-Benz ისედაც ლიდერი იყო, თაობის ცვლილებასთან ერთად კი გაყიდვების მაჩვენებელი შესაძლოა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდეს. რაც შეეხება ახალ BMW 7-Series, მოდელის პრემიერა 2022 წლამდე არ შედგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g