LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ბოდიში, ვერ ვიტყვი რომ მოპარული ბავშვი ვარ“ – თამუნა მუსერიძე დედასთან შეხვედრის შემდეგ მიმართვას ავრცელებს

6184
2024-10-17_01-46-01_072037

თამუნა მუსერიძე დედასთან შეხვედრის შემდეგ მიმართვას ავრცელებს და ამბობს რომ მოპარული ბავშვი არ არის.

მისი თქმით, მამამისი ცოლიანი იყო, ხოლო დედა კი გასათხოვარი, 22 წლის გოგონა.

„ისტორია ასეთია. მე მოპარული ბავშვი არ ვარ და ტყუილს ვერ ვიტყვი. მე რომ ეს ვთქვა, მერე იმ დედებს არ დაუჯერებენ, რომელთაც მართლა მოპარეს შვილები. ამდენ ადამიანს საკუთარი ისტორიისთვის ვერ გავწირავ. მოხდა ჩემი გაშვილება, რადგან მამა იყო ცოლიანი კაცი, რომელსაც ორი შვილი ჰყავდა. დედა არ იყო გათხოვილი და მოხდა. იმ პერიოდში ბავშვის უმამოდ გაზრდა წარმოუდგენელი იყო და ეს მესმის. დედას არ უნდა ჩემთან ურთიერთობა, მას სიმსივნე აქვს მძიმე ფორმით. ყველას ვერ მოეწონები და რას ვიზავთ. მას არც გამოჩენა სურს და არც ჩემთან კონტაქტი“, – საუბრობს თამუნა მუსერიძე.

იხილეთ ვიდეო:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g