LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო:„ბოლოჯერ გნახე აქ… შენს ბიჭებთან მოხვედი და ნახევარ საათში წახვედი, მეჩქარება, უნდა დავბრუნდეო, რატომ გაგიშვი…“ – რა კადრებს ავრცელებს მტკვარში დაღუპული უტა ელიავას მეუღლე

514
უტა ელიავა

14 მაისის ღამით, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსთან მტკვარში ავტომობილის გადავარდნის შედეგად დაკარგულ ერთ პირს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

შემთხვევის დროს დაღუპული ერთ-ერთი ახალგაზრდა უტა ელიავაა, რომელსაც მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

„მე სულ დაგელოდები, სამუდამოდ და უსასრულოდ“ – რას წერს მტკვარში დაღუპული ბიჭის მეუღლე

უტა ელიავას მეუღლე სოციალურ ქსელში ავრცელებს კადრებს, რომლებიც მისი თქმით, მათი ბოლო შეხვედრის დროს არის გადაღებული:

„ბოლოჯერ გნახე უტი აქ… შენს ბიჭებთან მოხვედი და ნახევარ საათში წახვედი, უტა, მეჩქარებაო, უნდა დავბრუნდეო, რატომ გაგიშვი, რამდენი გაკოცე და ჩაგეხუტე. მალე მოვალო, ჩემო სიცოცხლეო – მითხარი, მე გელოდები, მოდი“, – წერს გვანცა გოროზია და მეუღლესთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს.

„მე შენი ერთადერთი ვიქნები სიცოცხლის ბოლო წუთამდე“ – მტკვარში დაღუპული უტა ელიავას მეუღლე

ცნობისათვის, კიდევ ერთი დაკარგული პირის საპოვნელად, რომელიც აღნიშნულ ავტომობილში იმყოფებოდა, სამაშველო ოპერაცია კვლავ გრძელდება.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა 14 მაისის ღამეს მოხდა – ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსთან გადავარდა ავტომობილი, რომელშიც 4 ადამიანი იმყოფებოდა. 1 პირი მაშველებმა შემთხვევიდან მალევე ამოიყვანეს. პოლიციამ, ასევე 23 წლის ახალგაზრდა დააკავა, რომელსაც მომხდარ ავარიაში ადანაშაულებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g