ირლანდიური ჯგუფის, U2-ს ფრონტმენმა ბონომ, იტალიელ ექიმებს სიმღერა მიუძღვნა. კომპოზიცია Let Your Love Be Known არტისტმა „ინსტაგრამის“ ჩართვაში შეასრულა.
„ეს სიმღერა 1 საათის წინ დავწერე, კომპოზიცია იმ იტალიელებმა შთამაგონეს, რომლებიც კარანტინში იმყოფებიან. ვუძღვნი იტალიელებსა და ირლანდიელებს”, – ამბობს მუსიკოსი.
https://www.youtube.com/watch?v=js7eYU2WNgM
სულ ცოტა ხნის წინ, თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანებისთვის კიდევ რამდენიმე არტისტმა გამართა საოცარი „ინსტაგრამ“ პერფორმანსი.
ახალი წამოწყება - მუსიკოსების „ინსტაგრამ“ პერფორმანსები, შეაფასეთ ??
მუსიკალური არტისტებიც დროს არ კარგავენ და საზოგადოებას სოციალური ქსელის მეშვეობით, დაუვიწყარ პერფორმანსებს სთავაზობენ.