9 ივნისს, „რუსთავი 2“-ის მუსიკალური პროექტის „საქართველოს ხმის“ მესამე სეზონის მეორე ქასთინგი გაიმართა.
პროექტის კონკურსანტები ჟიურისა და აუდიტორიის წინაშე ცნობილი ქართული კომპოზიციებით წარდგნენ.
აღნიშნულ ქასთინგზე საკუთარი ოქროს ღილაკი გამოიყენა ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, დათო ფორჩხიძემ – აღნიშნული ოქროს ღილაკი კონკურსანტმა დათო ბენდელიანმა მოიპოვა.
