ქართული ჯგუფი „ურსა“ მსმენელმა გამოჩენისთანავე შეიყვარა. „ურსას“ უამრავი სიმღერა აქვს, რომელიც ჰიტად იქცა, ერთ-ერთია „სიყვარულის განდაგანა“, რომელსაც მომღერლები კონცერტებსა თუ სხვადასხვა მუსიკალურ შოუში სტუმრობის დროს ხშირად ასრულებენ.
ვიდეო: ,,სიყვარულის განდაგანა” – ჯგუფი ,,ურსა” მხიარულ კადრებს გვიზიარებს
ამჯერად „ურსა“ პაატა გულიაშვილისა და ნიკა არაბიძის იუმორისტულ გადაცემას სტუმრობდა, სადაც სწორედ „სიყვარულის განდაგანა“ შეასრულა.
„სულ უნდა გალობდეთ“, „ბრავო ურსა“, „საუკეთესო გადაცემა“ – წერენ ვიდეოს კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებლები.
ვიდეო: ,,სიყვარულის განდაგანა” – გიორგი ძოწენიძე ,,ურსას” შესრულებული სიმღერიდან ნაწყვეტს გვიზიარებს