LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ბრიტანეთმა ტრადიციულ ყველის რბოლას უმასპინძლა

126
3000

ყველის რბოლაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ათობით ადამიანი იღებდა მონაწილეობას. საინტერესო სანახაობა ტრადიციულად დიდ ბრიტანეთში, გლოსტერის სიახლოვეს, ტალახიან გორაკზე გაიმართა. ამის შესახებ The Guardian წერს.

წელს ცნობილ რბოლას 5 ათასამდე მაყურებელი ჰყავდა. BBC News ღონისძიებას პირდაპირ ეთერშიც კი გადასცემდა. რბოლის მონაწილეები 183 მეტრის სიმაღლის გორაკიდან ჩამოგორდნენ და თან ცდილობდნენ წინ გადაგდებულ ყველს დასწეოდნენ.

რბოლის წინ იწვიმა, ამიტომ მონაწილეებს ჩამოგორება გაუმარტივდათ, თუმცა მთლიანად ტალახში ამოისვარნენ. სპეციალისტებმა რბოლის უსაფრთხოებაში ეჭვი შეიტანეს, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ორგანიზატორებისთვის რომ დაგეგმილი ღონისძიება განეხორციელებინათ. ტრავმებისგან თავის დასაცავად მათ სამედიცინო დახმარების კარავი დადგეს და ასევე უხმეს რაგბისტებს, რომლებიც ძირს ჩამოგორებულ ადამიანებს იჭერდნენ.

პირველი მამაკაცური რბოლის გამარჯვებული გერმანელი სპორტსმენი, სახელად ტომი გახდა. ქალთა რბოლაში კი ჩრდილოეთ კაროლინელმა ები ლამპემ გაიმარჯვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები