LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ბრიტანულმა სპორტქარმა შობისთვის ნაძვის ხე მოიტანა

54
morgannews

ბრიტანულმა კომპანია Morgan-მა გამოაქვეყნა საშობაო ვიდეო რგოლი, სადაც სპორტქარი Plus Four CX-T-ს შესაძლებლობები უგზოობაშია წარმოდგენილი. ვიდეოს სიუჟეტის მიხედვით, რეტრო დიზაინის მქონე ავტომობილმა სახლში ნაძვის ხე უნდა მიიტანოს. სატრანსპორტო საშუალების მარშრუტი კი უგზოობას და ბევრ სირთულეს მოიცავს. თუმცა, სპორტქარი ყველა სირთულეს უმკლავდება და შობისთვის ხე დროულად მიაქვს.

Morgan Plus Four CX-T გასული წლის ზაფხულში წარადგინეს. სპორტქარი რეტრო-სტილშია შესრულებული და საკმაოდ ძლიერი კონსტრუქცია აქვს. ავტომობილი მოძრაობაში 2 ლიტრის მოცულობის ბენზინის აგრეგატს მოჰყავს და მას 285 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. აგრეგატი 6 საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფითაა დაკომპლექტებული.

კომპანიამ გადაწყვიტა ყველგანმავალი სპორტქარის შესაძლებლობები საშობაო ვიდეორგოლით ეჩვენებინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები