LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-Benz-მა დედოფალს ნაძვის ხე მიართვა

28

კომპანია ”Mercedes-Benz”-მა სატვირთო ავტომობილ ”Actros”-ით დიდი ბრიტანეთის დედოფალს, ელისაბედ მეორეს საშობაო ნაძვი მიართვა. 12-მეტრიანი ხე გერმანულ კომუნა კალენბერგში მოჭრეს და უინძორის სასახლეში გადაიტანეს.

გერმანიაში მდებარე ტყე, სადაც საზეიმო ნაძვი მოიჭრა, ისტორიულად საქსენ-კობურგ-გოთური დინასტიის კონტროლ ქვეშ არის, რომელიც ასევე ცნობილია როგორც უინძორების დინასტია. სწორედ უინძორების შთამომავალია ელისაბედ მეორეც, დედოფლის ოჯახი წარმოშობით გერმანული ქალაქ კობურგიდან გახლავთ.

ნაძვის ხე დედოფალთან Mercedes-ის კუთვნილმა კომპანიამ, ”CharterWay”-მ მიიტანა, რომელიც სატვირთოების გაქირავებით არის დაკავებული. ნაძვთან ერთად სატვირთოში ხელით ნამუშევარი ორი ათასი მინის ბურთი ჩატვირთეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები