25 ნოემბერს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატულმა თეატრმა მუსიკოსისა და მომღერლის, რუსუდან მუმლაძის სოლო კონცერტს უმასპინძლა. მუსიკალური საღამოდან გამორჩეულ ეპიზოდებს რუსუდან მუმლაძე საკუთარ მსმენელს სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ უზიარებს.
კონცერტი სახელწოდებით – „ჩემი ცხოვრების გზა“, მომღერალმა საკუთარ მსმენელს მუსიკალური ნოველის ფორმატში წარუდგინა, მას თავად მომღერალი გაუძღვა.
კონცერტზე შესრულდა მსმენელისთვის კარგად ნაცნობი კომპოზიციები და დუეტები სხვადასხვა მომღერალთან.
განსაკუთრებით აღსანიშნავია მუსიკალური საღამოს გრანდიოზული ფინალი და რუსუდან მუმლაძის მიერ შესრულებული ეთერ ჭელიძის უკვდავი ჰიტი – „ჭაღარა თბილისო ჩემო“, რომელიც მომღერალმა კონცერტის მონაწილეებთან ერთად შეასრულა, სიმღერის დასასრულს კი დარბაზში, მსმენელთან გადაინაცვლა და აპლოდისმენტები და ოვაციები მიიღო.
მადლობელი ვარ ყველაფრისათვი, ზღვა სიყვარული ჩემი ფარია ჩემი ცხოვრების გზა დამილოცე, დ ე დ ა მ ა რ ი ა მ💙🩷
Posted by Rusudan Mumladze – რუსუდან მუმლაძე on ოთხშაბათი, 27 ნოემბერი, 2024
მუსიკოსი სოციალური ქსელის მომხმარებლებს კონცერტიდან კიდევ ერთ ეპიზოდს უზიარებს – რუსუდან მუმლაძემ გოგი ჩლაიძესთან ერთად შეასრულა სიმღერა „დამწვრისა“, რომლის კომპოზიტორიც გოგი ჩლაიძეა, როიალის ვერსიის ავტორი რუსუდან მუმლაძე, ხოლო არანჟირების ავტორი ზურა ლალიაშვილი.
„სასიამოვნოდ აჟღერებული, ნაფერები თითოეული ბგერა“, „საოცარი შესრულება!“, „ბრწყინვალე კონცერტი იყო“, „ულამაზესი ფინალი“, – წერენ ვიდეოების კომენტარების ველში სოციალური ქსელის მომხმარებლები.
რუსუდან მუმლაძე&გოგი ჩლაიძე💟💟 მათთვის, ვინც სიყვარულით დამწვარ-დადაგულია 💟😉 “დამწვრისა” ლექსი&მუსიკის ავტორი- კომპოზიტორი გოგი ჩლაიძე💙 როიალის ვერსია- რუსუდან მუმლაძე. არანჟირება-ზურა ლალიაშვილი. კონცერტის სრულ ჩანაწერს, უახლოვეს მომავალში იხილავს მაყურებელი💌🎼 გამოიწერეთ&შემოგვიერთდით იუთუბის ოფიციალურ არხზე 👇🏻 https://youtube.com/@rusudanmumladzeofficial7525?si=xPTpBPgx3MGPL71J
Posted by Rusudan Mumladze – რუსუდან მუმლაძე on ოთხშაბათი, 22 იანვარი, 2025