LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ბუბასთან დაშორების შემდეგ გავაცნობიერე, 25 წლის ვარ და ჯერ კიდევ არ ვიცი, როგორი ადამიანი მჭირდება გვერდით“ – რას ჰყვება ნანკა გვარი პირად და ოჯახურ რთულ პერიოდებზე

3555
ნანკა გვარიშვილი

მსახიობი და მომღერალი ნანკა გვარი [გვარიშვილი] და მის მიერ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეომიმართვები დიდი პოპულარობით სარგებლობს – ნანკა გვარი გამომწერებს სხვადასხვა საკითხზე რჩევებს ხშირად უზიარებს.

ვიდეო: „ბავშვობიდან მინდოდა სოფელში ცხოვრება და სწორ დროს სწორი ადამიანი ვიპოვე ჩემი ოცნების ასასრულებლად.. სულ სხვა ცხოვრებაა აქ“ – როგორია ნანკა გვარიშვილის და მისი მეუღლის ცხოვრება სოფელში 

ცოტა ხნის წინ, ნანკა გვარი სტუმრობდა გიორგი კოკაიას იუთუბ-გადაცემას – „დიდი ქვიზი“, რომელშიც მსახიობმა მენტალურ პრობლემებსა და ურთიერთობებზე ისაუბრა.

ნანკა გვარმა გადაცემაში მისი ცხოვრების რთული ეპიზოდები გაიხსენა, ისაუბრა მეუღლესთან – ბუბა ჭო­ღოშ­ვი­ლთან დაშორების შემდგომ ეტაპზე და ასევე უპასუხა წამყვანის შეკითხვას, თუ როგორ შეიცვალა მისი შეხედულებები სიყვარულსა და ურთიერთობებზე განქორწინების შემდეგ.

„ძალიან შემეცვალა, ამაზე არასდროს, არსად მისაუბრია…

ბუბას რომ დავშორდი, ამდენი ხანი არასდროს მქონია საკუთარ თავზე მუშაობის დრო და სურვილი, ბუბასთან დაშორების შემდეგ წამოვიდა, ორგანიზმმა და სხეულმა მთხოვა, რომ საკუთარ თავზე მუშაობას უნდა დავუთმო დრო, იმიტომ, რომ გავაცნობიერე, 25 წლის ვარ და ჯერ კიდევ არ ვიცი, თუნდაც ის, რომ როგორი ადამიანი მჭირდება გვერდით. საკუთარ თავს არ ჩავძიებივარ საკუთარ მე-ს, რომ ბევრი კითხვა დამესვა…

ადრე სიმარტოვის განცდას გავურბოდი, მაგრამ ახლა აღარ გავურბივარ. ახლა მაგისთვის არაფერს ვაკეთებ.

ნაადრევი ბავშვობიდან დაიწყო ჩემი ოჯახის წევრების გარდაცვალების ციკლი, რამაც გინდა, არ გინდა, ნაადრევ ასაკში შემაჯახა იმას, რომ შეიძლება მეც აღარ ვიყო მალე. ჩემი ასაკის ბავშვისთვის ასეთი ფიქრები უცხო იყო. ჩემი სახლიც დაცარიელდა, დავრჩით მე, დედა და მამა. ბავშვობაც ვეღარ ბავშვურობდა. დავისტრესე თავი და მართლა საკუბოვე ვიყავი 20 წლის ასაკში. წესი მაქვს, რომ სახლში ჯდომას არ შევყვე. ბოლოს ყველაზე მეტად შემაწუხა იმან, რომ ჩემი ცხოველები სახლში ისაქმებდნენ და მშობლებმა მითხრეს, რომ სახლიდან გაყრიდნენ. ავდექი და დავიწყე სეირნობა. ჩემი პირველი სანაცნობო წრე „ვერის ბაღის“ გამსეირნებლები იყვნენ. ამან შემოიტანა დისციპლინაც ჩემს ცხოვრებაში“, – თქვა მსახიობმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g