„არ ვჩერდებით „ლიონი“ – ასე ასათაურებს Geo Team-ი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის გიორგი მიქაუტაძის ვიდეოს.
ვიდეოში ჩანს, რომ ყველასთვის საყვარელი ფეხბურთელი დაუღალავად ვარჯიშობს მოედანზე. სოციალურ ქსელში გამომწერები ხუმრობით წერენ, რომ გიორგიმ როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, მეკარე აქაც უსაქმოდ დატოვა:
„ბუცებიანი ფსიხი!…
ბომბარდირმა +30 გოლი უნდა დადოს ლიგა 1 ში…
დროა ლიონის გვერდის ადმინსაც ვასწავლოთ ქართული…
მიყვარს გოლები, მიყვარს ბომბარდირი, ბიჭი კილერი ოქროა…
როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, მეკარე აქაც უსაქმოდ დატოვა“ – წერენ სოციალურ ქსელში.