LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ბუშს რუსეთის ომზე საუბრისას ერაყი და უკრაინა აერია

137
image_2022-05-19_123128355

ამერიკის შეერთებული შტატების 43-ე პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა უკრაინაში რუსეთის ომზე საუბრისას, შეცდომით რუსეთს ერაყში შეჭრას სასტიკი და გაუმართლებელი უწოდა. პრეზიდენტ ბუშს უკრაინა და ერაყი აერია და შემდეგ შეცდომით ნათქვამი, ხუმრობით გამოასწორა.

“შედეგი რუსეთში კონტროლისა და ბალანსის არარსებობაა და ეს ერთი ადამიანის გადაწყვეტილებაა დაეწყო აბსოლუტურად გაუმართლებელი და სასტიკი შეჭრა ერაყში…ვგულისხმობ უკრაინას” – თქვა პრეზიდენტმა ბუშმა.

დარბაზში მის განცხადებას სიცილი მოჰყვა რადგან ჯორჯ ბუშმა შეცდომა ასაკს დააბრალა.

“სამოცდათხუთმეტი” – პრეზიდენტმა ბუშმა ხუმრობით თავის ასაკს გაუსვა ხაზი.

ცნობისთვის, 2003 წლის მარტში სატელევიზიო მიმართვაში შტატების 43-ე პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ამერიკის მოქალაქეებსა და და მსოფლიოს ერაყის ომის დაწყება ამცნო. კონფლიქტმა ასიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

https://www.youtube.com/watch?v=lvI7LQ4QoCo

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g