საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი კახელ პაპას ესტუმრა და მას უდიდესი ბედნიერება მიანიჭა.
კადრებს სოციალურ ქსელში „me da papa“ გვიზიარებს.
„მოტივაციის, სიხარულის და სიყვარულის დღე ჩვენს ქოჩორასთან, საქართველოს ეროვნულ ფეხბურთელთან!“, – ვკითხულობთ აღწერაში.
კომენტარებში ბევრ დადებით სიტყვას შეხვდებით: „რა საყვარელია პაპაც და ქოჩორაც“…„აი, ცარიელი გულია ეს ბიჭი“…„ეს ბიჭი საუკეთესო ფეხბურთელთან ერთად დიდი პიროვნებაა!“…„გაგიმარჯოს, პაპა! კიდევ ასი წელი გეცოცხლოს შენს საყვარელ ხალხთან ერთად!“.