LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ცეცხლწაკიდებული ფურგონი დაღმართზე მიექანება, თანაც მთელი სიჩქარით

45
firecarse332455

ეფექტური და თან შემაშფოთებელი კადრები პოლიციის ვიდეორეგისტრატორმა არკანზასის შტატში გადაიღო. პატრულის ოფიცერმა დაინახა, თუ როგორ დაეშვა დაღმართზე ცეცხლწაკიდებული ავტომობილი.

პოლიციელი თავის საქმეს ასრულებდა, როდესაც დაინახა თუ როგორ გაუჩნდა ცეცხლი ერთ–ერთ სახლთან დაპარკინგებულ სატვირთოს. გზაზე ამ დროს მამაკაცი იდგა და ინციდენტს შორიდან აკვირდებოდა. იყო თუ არა ის სატრანსპორტო საშუალების მფლობელი უცნობია.

პოლიციელმა მანქანა გააჩერა და ცეცხლწაკიდებული ავტომობილისკენ აპირებდა წასვლას, როდესაც ფურგონი მთელი სიჩქარით დაბლა წამოვიდა და გზაზე მდგომი მამაკაცი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. სატვირთო გზას გასცდა და არხში გადავარდა.

მეხანძრეები ადგილზე მალევე მივიდნენ და ცეცხლი ჩააქრეს. როგორც სპეციალისტებმა წინასწარი დაკვირვებით დაადგინეს, ხანძრის გაჩენის მიზეზი კვების სისტემაში გაუმართაობა გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები