მერიკო კარტოზია, რომელიც დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში მკურნალობდა სტუმრად გადაცემაში „სხვა რაკურსი“ იმყოფებოდა, სადაც გაიხსენა როგორ ჩახედა სიკვდილს თვალებში.
როგორც ჟურნალისტი ჰყვება, იგი გადაღების დროს ეტლიდან ჩამოვარდა, რა დროსაც ფეხი დაიზიანა და ორი ოპერაცია დასჭირდა:
„აღმოვჩნდი ხრამში, სამ წამში შეიცვალა ჩემი ცხოვრება. ვიჯექი ფაეტონში, გადაღებაზე ვიყავი ამერიკაში. გადატრიალდა ეს ეტლი და წამში აღმოვჩნდი მიწაზე. შოკისგან ტკივილი იმ წუთას ვერ ვიგრძენი. მერე უფრო მეტკინა და მერე უფრო ჩავხედე სიკვდილს თვალებში. რომ გავიაზრე რას გადავრჩი.
შეიძლებოდა წელიდან მოვწყვეტილიყავი და უნარშეზღუდული ვყოფილიყავი მთელი ცხოვრება. ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო. ყველაზე რთული დაიწყო შემდეგ. ერთი წელი რეაბილიტაცია. რაც კი ცხოვრებაში მიმოგზაურია, მიშრომია ყველაფერი წყალში ჩაიყარა და გაქრა. შვიდი თვე ვიწექი. დამჭირდა მეორე ოპერაციაც. შემდეგ კიდე დამჭირდა. თავიდან დავიწყე სიარულის სწავლა.
ხელი რომ მომაწერინეს დოკუმენტზე ოპერაციის დროს ეგ იყო საშინელება, რომ შესაძლოა ვერ გამოვფხიზლებულიყავი. აი მანდ უკვე მართლა ჩავხედე სიკვდილს თვალებში. ვითხოვდი, შვილის ჩვენებას, რომ გამოვმშვიდებოდი. ჩემ თავსაც დავტიროდი. ძვალი იყო ჩამსხვრეული. ახლა ჩვეულებრივად დავდივარ“, – ჰყვება მერიკო კარტოზია
