ნეკა დოროყაშვილი ტელეკომპანია ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემას „დილის LIVE“ სტუმრობდა, სადაც თავისი ცხოვრების და კარიერის მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ ისაუბრა.
ნეკამ გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა, რომ ალბომის გამოშვებას გეგმავს.
ვიდეო: „ვმუშაობ ერთდროულად 2 ახალ სიმღერაზე“ – ნეკა დოროყაშვილი
მისივე განცხადებით, მისი ცხოვრება მარტივი არ ყოფილა და სურს სხვა გოგონებს მაგალითი მისცეს.
„ჩემი ისტორიები გავაცოცხლე, რამაც ძალიან დიდი მოტივაცია მომცა. ჩემი ცხოვრება მარტივი არ ყოფილა… ამაზე ძალიან ბევრი ვიფიქრე, ყველაფერს რაღაც მიზეზი აქვს და ისე არაფერი არ ხდება.
მინდა, რომ მოტივაცია მივცე პატარა გოგონებს, ვინც შეიძლება იმავე პერიოდს გადიოდეს.
რაც მთავარია, არ მაქვს დრამა. რაც მაქვს, ცოტა ისე მაქვს გაშარჟებული, რომ ძირითად შემთხვევაში მთავრდება სულ მხიარულად“, – აცხადებს ნეკა დოროყაშვილი.
ცნობისათვის, ნეკა აქტიურად ჩაერთო მუსიკალურ სფეროში და ცოტა ხნის წინ მსმენელს სიმღერა, „Lick Me (Sanctified Neka)” შესთავაზა, რომელიც მისი პირველი მუსიკალური ნამუშევარია.
YouTube-ზე ნეკა დოროყაშვილის მუსიკალური კლიპის პრემიერა შედგა
