უსაყვარლესი ბარბარე ჯანაშია გადაცემას „დღის პოსტი“ სტუმრობდა, სადაც განაცხადა, რომ დროებით მამასთან, აშშ-ში გადადის საცხოვრებლად.
ბარბარე ჯანაშია აცხადებს, რომ განათლების მიღების შემდეგ სურს, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავი გახდეს და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.
„პირველ რიგში უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მასწავლებლებს, რომლებმაც ჩემს განვითარებაში წვლილი შეიტანეს.
ახლა მიწევს მამაჩემთან ამერიკაში წასვლა, სადაც მივიღებ განათლებას. იქ შევდივარ სკოლაში და ყველაფერი, რაც კი აქ გამიკეთებია მინდა, რომ იქ გავაგრძელო და ბევრად კარგად ვისწავლო. ჩამოვალ ხოლმე აუცილებლად და მიღებულ განათლებას ჩემს სამშობლოში გამოვიყენებ. მთელი ცხოვრება იქ დარჩენას არ ვაპირებ.
ჩემი დაიკოები, ჩემი ძაღლი სნოუ და სამშობლო მომენატრება ყველაზე მეტად…
ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ ჰოლივუდის ვარსკვლავი გავხდე“, – აცხადებს ბარბარე ჯანაშია.