LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ჩემი ძმა და მისი ან­გე­ლო­ზე­ბი – 11 წელი შვი­ლე­ბის უნა­ხა­ვად… და­უს­რუ­ლე­ბე­ლი მო­ნატ­რე­ბა… ამი­ტომ ვიბ­რძო­ლებ უკა­ნას­კნელ ამო­სუნ­თქვამ­დე“ – ლევან ხაბეიშვილი ამერიკიდან ემიგრანტი ძმის ოჯახთან შეხვედრის კადრებს ავრცელებს

221
ლევან ხაბეიშვილი

„ასეთ მო­ნატ­რე­ბა­ში ცხოვ­რობს ყვე­ლა მე­ო­რე ოჯა­ხი“ – ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი სოციალურ ქსელში წერს და ემიგ­რან­ტი ძმის, შვი­ლებ­თან შეხ­ვედ­რის ამ­სახ­ველ ემოციურ ვი­დე­ოს ავ­რცე­ლებს.

როგორც ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს შეხვედრა 11 წლი­ა­ნი გან­შო­რე­ბის შემ­დეგ შედგა.

„ჩემი ძმა და მისი ან­გე­ლო­ზე­ბი – 11 წელი შვი­ლე­ბის უნა­ხა­ვად… გა­უ­თა­ვე­ბე­ლი და და­უს­რუ­ლე­ბე­ლი მო­ნატ­რე­ბა. ასეთ მო­ნატ­რე­ბა­ში ცხოვ­რობს ყვე­ლა მე­ო­რე ოჯა­ხი“- წერს ხაბეიშვილი.

ხაბეიშვილი ამბობს, რომ ბრძოლას განაგრძობს, რადგან ოჯა­ხე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში გაძ­ლი­ერ­დეს და ისინი ერთმანეთს არ დაშორდნენ:

„ამი­ტომ ვიბ­რძო­ლებ უკა­ნას­კნელ ამო­სუნ­თქვამ­დე, რომ მამა და შვი­ლი, დედა და შვი­ლი, და და ძმა, ბე­ბია, ბა­ბუა და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი არ და­შორ­დნენ ერ­თმა­ნეთს. ოჯა­ხე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში გაძ­ლი­ერ­დეს“ – წერს ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე და ამჟამად ენმ-ის პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელი, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი ამე­რი­კის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

პო­ლი­ტი­კო­სი ფო­ტო­ებს შტა­ტე­ბი­დან Instagram-ის სა­კუ­თარ პრო­ფილ­ზე აქ­ვეყ­ნებს და როგორც იგი ამბობს, ქვეყანა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დროებით და­ტო­ვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები