მსახიობი ხათუნა იოსელიანი ნოე სულაბერიძის გადაცემაში „ნოესთან” ძმის გარდაცვალების შესახებ ემოციურად საუბრობს.
„ამერიკაში საშკას გამო ვარ. ჩემი ძმა ჩემი გაზრდილი იყო. წავიდა ამ ქვეყნიდან და მეც წავედი. საშინელებაა, მეც აღარ ვარ ცოცხალი. რწმენა მაქვს, რომ იმქვეყნად ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან. როდესაც შევხვდები, ძალიან ბევრს მოვეფერები”, – საუბრობს ხათუნა იოსელიანი.