LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ჩემი ძმის გარდაცვალების მერე მშობლები მახსოვს, როგორც ჩრდილები, უსიცოცხლო… ჩვენთვის მართლაც სასიკვდილო დარტყმა იყო…“ – ოქროს არქივიდან აღდგენილი თემურ წიკლაურის იშვიათი კადრები და მისი ქალიშვილის, ქეთი წიკლაურის გულწრფელი ინტერვიუ

1583
ქეთი წიკლაური

გადაცემის „სხვა ნანუკა“ მორიგი ეპიზოდი ლეგენდარულ მომღერალ თემურ წიკლაურის ხსოვნას მიეძღვნა. ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა თქვა, რომ „აცოცხლებს ოქროს არქივს“, რომლის ფარგლებშიც მაყურებელი იხილავს ემოციურ და ნოსტალგიურ გადაცემებს გამორჩეულ ხელოვანებზე.

გადაცემას სტუმრობდა თემურ წიკლაურის ქალიშვილი, ქეთი წიკლაური, რომელმაც მამის შესახებ არაერთი ემოციური ისტორია გაიხსენა.

„როდესაც გავიგე ეს იდეა, მივხვდი, რომ ძალიან მეამაყები შენ [ნანუკა], ეს არის ძალიან დიდი საქმე დღევანდელი და მომავალი თაობისთვის. კიდევ ერთხელ რომ გავიხსენებთ მამას და მაყურებელსაც გავახსენებთ, ძალიან მაგარი იქნება…

თემური, როგორც მოვლენა, ეს არის ბედისწერა, ივერია, ჩემი ოჯახი, ეს არის ბედისწერა…

ალბათ, 3-4 წლის ვიქნებოდი, დიდი ხნის გასტროლის შემდეგ ჩამოვიდნენ [მშობლები] ბებია და ბაბუასთან, რაღაც საჩუქრები ჩამომიტანეს, ალბათ, ამ მომენტმა შექმნა, რომ განსაკუთრებულად მიყვარან, რა თქმა უნდა, მშობლების სიყვარული არაა გასაკვირი, მაგრამ ჩემს შემთხვევაში გადამეტებულად მაქვს ეს [გრძნობა]…

ვფიქრობ, თემური იმიტომაც უყვარს ასე ხალხს, რომ თვითონაც ზუსტად სათანადო ემოციას გასცემდა…“

ქეთი წიკლაურმა მაყურებელს არა მხოლოდ მამასთან დაკავშირებული მოგონებები გაუზიარა, არამედ იმ ტრაგედიაზეც ისაუბრა, რომელიც წლების წინ, მის ოჯახში დატრიალდა.

„1983 წელი იყო, ჰქონდა ცრუ კრუპი, იმ პერიოდში არ იკურნებოდა, მედიცინა მაშინ უძლური იყო, შემდეგ სტაფილოკოკი შეეყარა და ფილტვები დაუზიანდა ძალიან სწრაფად, 5 წლის იყო… ჩვენთვის მართლაც სასიკვდილო დარტყმა იყო…

როცა ავად გახდა ჩემი ძმა, მახსოვს სკოლაში მივდიოდი ვტიროდი და მეგობარს ვეუბნებოდი, რომ მოკვდეს რა იქნება?! … გარდაცვალების მერე მშობლები მახსოვს, როგორც ჩრდილები, უსიცოცხლო, რაღაცნაირი… მერე ალბათ, რაღაც თვითდაცვის მომენტი იყო, რადგან მცირე ხანში სცენაზე გავიდა, რა თქმა უნდა, ამ მომენტმა გადაარჩინა“

სრული გადაცემა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g