„შორეული ქალაქი”, რომელიც ქართველმა მაყურებელმაც შეიყვარა, ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც მის პირველ სერიას, ერთი დღეში YouTube – ზე 3 მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა, მეორე სერიის ფრაგმანს კი მილიონზე მეტი.
მისი მსახიობები ბევრისთვის ცნობილი ოზან აქბაბა და სინემ უნსალი არიან.
ისინი ნოე სულაბერიძის გადაცემის ობიექტივში მოხვდნენ, სადაც თავიანთ ცხოვრებასა და წარმომავლობაზე ისაუბრეს.
როგორც აღმოჩნდა, ოზანის ფესვები საქართველოს, კერძოდ მარნეულს უკავშირდება. მისი წინაპრები სწორედ აქ ცხოვრობდნენ.
მსახიობი აღნიშნავს, რომ ქართული შემოქმედება, განსაკუთრებით სიმღერები ძალიან უყვარს.
„ჩემი ფესვები საქართველო-აზერბაიჯანი-სომხეთს უკავშირდება და მარნეულიდან მოდის, ჩემი წინაპრები, ბორჩალოში ანუ მარნეულში ცხოვრობდნენ. ქართული შემოქმედება ძალიან მიყვარს. ქართულ სიმღერებსაც ვუსმენ“, – ამბობს ოზან აქბაბა.