ნინი შერმადინი გვიზიარებს ვიდეოს, სადაც გვამცნობს, რომ ბარბარე ჯანაშია, რომელიც ქართულ ინტერნეტსივრცეში სუპერპოპულარული გოგონაა, მისი მოსწავლეების რიცხვს შეუერთდა:
„სულ რაღაც ოთხი კვირაა, რაც ჩემი გოგო შემოუერთდა ჩემი ჩიტების გუნდს, ძალიან ნიჭიერი და მუსიკალური გოგოა! წინ ძალიან ბევრი წარმატება ელოდება და მე ამისთვის ყველაფერს ვიზამ. წარმატებები ჩემს კეთილ და ლამაზ ბარბარეს ყველგან და ყოველთვის. „და მე არ მინდა სხვა ნეტარება“, გვიყვარს და გვენატრება ჩვენი ულამაზესი სამშობლო. ეთერ კაკულიას მარადიული ხსოვნა. ბარბარე, მიყვარხარ!
პ.ს. სულ რამოდენიმე დღის შედეგია, უსუფთაო ნოტებიც არის და ბევრი სამუშაოც. გიზიარებთ რეპეტიციის ვიდეოს და არა პლიუს ფონოგრამაზე ჩაწერილ ვერსიებს 🙂 პოტენციალი დიდია, მონდომებაც და ყველაფერი გამოვა. მოტივაცია მიეცით ბავშვებს მეგობრებო 🙂 ამ ასაკში ყველაფერი ისწავლება, ამ ასაკში ყველაფერი შესაძლებელია, შეუძლებელიც კი… მეტი პოზიტივი“.
