LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ,,ჩემი მეუღლე მეხუთე კლასიდან მიყვარდა და ათი წლის მანძილზე კატეგორიულ უარს ვიღებდი მისგან” – ვარლამ ლიპარტელიანი პირად ცხოვრებასა და სიყვარულზე

1501
2024-04-22_00-48-58_857750

სპორტსმენი ვარლამ ლიპარტელიანი ნოე სულაბერიძის გადაცემის ,,ნოესთან” სტუმარია, რომლის ეთერშიც ოჯახისა და სიყვარულის შესახებ საუბრობს.

,,ჩემი მეუღლე მეხუთე კლასიდან მიყვარდა და ათი წლის მანძილზე კატეგორიულ უარს ვიღებდი მისგან. პირველად 2011 წელს დავიწყეთ ნაბიჯების გადადგმა. წლების განმავლობაში ბრძოლა არ შემიწყვეტია. მაგ წელს უბედნიერესი ვიყავი და არც ერთი შეხვედრა არ წამიგია. 2012 წელს ევროპის ჩემპიონი გავხდი.

როდესაც მამამისს მისი ხელი ვთხოვე, გამატანეს იმ პირობით, რომ ჩემპიონი გავხდებოდი. პირობა შევასრულე და ორი ოქროს მედალი ჩამოვიტანე. ლამაზი თასი გვაჩუქეს და დღემდე ჩვენს ოჯახში სიყვარულის სადღეგრძელო მაგ თასით ისმევა. ჩვენი ქორწილი კონცერტივით იყო. 350-400 კაცი იყო და ყველაზე დასამახსოვრებელი დღე ჩემს ცხოვრებაში სწორედ ეგ არის”, – ამბობს ვარლამ ლიპარტელიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g