ტელეწამყვანი და იუმორისტი გიორგი გაბუნია გადაცემა „დღის პოსტს“ სტუმრობდა, სადაც ზაფხულის გეგმებსა და ოჯახზე ისაუბრა.
გიორგი გაბუნია აცხადებს, რომ მისთვის ყველაზე საყვარელი ადგილი დასვენებისთვის მშობლიური ქალაქი ქუთაისია, სადაც ბავშვობა აქვს გატარებული.
„ზაფხული არის უცნაური რამ ჩემთვის. მინდა დასვენება, მაგრამ როგორც კი სამ დღეს გაცდება ჩემი დასვენება პანიკა მეწყება. როცა გარეთ ვარ, ვიფიქრებ: ნეტა დამაძინა, დამასვენა. მივალ სახლში გავჩერდები 2-3 დღე და ვეღარ ვჩერდები. შეჩვეული ვარ აქტიურ ცხოვრებას და რეჟიმს. მიჭირს მშვიდ რეჟიმზე გადმოწყობა. ფიზიკურად კი არა, სულიერად.
ჩემი მთავარი ადგილი, სადაც ნამდვილად ვისვენებ არის ქუთაისი. მშობლიური ქალაქი, ჩემს ეზოში, ბავშვობის მეგობრები, დომინო, ნარდი, ფეხბურთის თამაში. იკრიბება ძველი თაობაც და იხსენებენ ისტორიებს. წავალ ალბათ და ერთი ორი კვირა მოვიწყობ ამ დასვენებას. დანარჩენი ვისაც რა უნდა ის აკეთოს.
პატარა კირას მოვუწყვეთ დასვენება, ერთი კვირით ვიყავით ქვეყნის გარეთ. დაისვენა და შეირგო ნამდვილად. არაფერზე არ გვითქვამს უარი, ჭამა რაც უნდოდა ის მიირთვა. ერთადერთი ვინც შეირგო დასვენება იყო კირა. იწვა შეზლონგზე, ტელეფონით ხელში და გვერდით ვაშლი და ბანანი. კირასაც წავიყვანთ ქუთაისში, რადგან ძალიან უყვარს“, – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.
