ინფლუენსერი თამაზ ლოხიშვილი, ცნობილი როგორც თამაზა თავისი ძმების ტრაგიკულად გარდაცვალებაზე საუბრობს.
„ძალიან რთულია ჩემთვის. ამას არასდროს არსად ვყვები. ბიძაჩემი და ჩემი მეზობელი სიგარეტს ეწეოდნენ და წინ ჰქონდათ ჩადგმული ბენზინის ბალონი. ერთ-ერთმა მოწევის დროს გადააგდო ბიჩოკი და მოხვდა შუშას. აფეთქდა.
ჩემი ორივე ძმა მანქანაში იწვოდა და იქ არავინ მიშვებდა. ჩვენი სახლიდან რამდენიმე სახლის მოშორებით მოხდა. 18 საათი იცოცხლა ჩემმა ძმამ. მთელი კანი დამწვარი ჰქონდა“, – ამბობს თამაზ ლოხიშვილი.
